23:10 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 11:59:41, 640 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სარეკლამო მომსახურების მიზნით აუქციონს აცხადებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მის ტერიტორიაზე სარეკლამო მომსახურების მიზნით ექსკლუზიური უფლების გადაცემით აუქციონს აცხადებს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა სუბიექტს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება და აკმაყოფილებს აუქციონით დადგენილ კრიტერიუმებს.

აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აეროპორტის ტერმინალში ციფრული გამომსახველი მოწყობილობებისა და ე.წ. ლაითბოქსების განთავსება. აუქციონის ფარგლებში, ქუთაისის აეროპორტის გაფრენის დარბაზში უნდა განთავსდეს 220 კვადრატული მეტრის ლედ ეკრანი. აეროპორტის შესაბამისი აღჭურვის მიზნით, სარეკლამო მომსახურების უფლების მიმღებმა პირმა უნდა გასწიოს არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიცია.

გამარჯვებულ კომპანიას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სარეკლამო უფლებით სარგებლობა 10 წლის ვადით შეეძლება.

აუქციონი 19 ნოემბერს, 17:00 საათზე დასრულდება. დეტალები იხილეთ ვებგვერდზე https://www.eauction.ge/Home/EntityAdminView/749257





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
სოფელ შენაქოს ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა
ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics