|
2021-11-03 12:02:50, 935 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი – თუ შეეცდებიან სასამართლო სხდომა დისტანციურად ჩაატარონ, უარს ვიტყვით
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების მე–12 დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან. როგორც მისმა უფლებადამცველმა, გიორგი გელხაურმა აღნიშნა, ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. რაც შეეხება სასამართლო სხდომებს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებები დარღვევულია და მისივე თქმით, თუ შეეცდებიან, სხდომა დისტანციურად ჩაატარონ, დაცვის მხარე ამაზე უარს იტყვის. "დღეს 34-ე დღეა ის შიმშილობს და ლოგიკურიცაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. აქედან გამომდინარე მიიღო კონსილიუმმა გადაწყვეტილება, მისმა პირადმა ექიმმა, რომ ჩაეტარებინათ გარკვეული ანალიზები. 34 დღე გავიდა ისე, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესი არ ჩატარებია, ანუ რეალურად მას წაართვეს თავისუფალი სასამართლოს უფლება. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, პროგნოზირება ცოტა რთულია დღევანდელი ხელისუფლების და მართლმსაჯულების, უბრალოდ თუ შეეცდებიან დისტანციურად ჩაატარონ მისი სხდომა, რა თქმა უნდა, ჩვენ უარს განვაცხადებთ", – განაცხადა ადვოკატმა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)