23:11 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-02 17:45:20, 616 ნახვა

საზოგადოება
მონპერეს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ფრედერიკ მონპერეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, 1 073 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა, რის შემდეგაც 5 971 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„საბურთალოს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა, რაც მათ დისკომფორტს უქმნიდა. ამ დროისთვის, სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება, რის შემდეგაც, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის დასრულების შემდეგ კი , ადგილობრივი მოსახლეობა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი, კომპანია „L&L” ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
სოფელ შენაქოს ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა
ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics