10:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 12:51:07, 974 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსს რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სამინისტროს სახელით, ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსს, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტს რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა.

"ბატონ რევაზ არველაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით, სადაც ბატონი რევაზის არაერთი მოსწავლე, უმცროსი მეგობარი და კოლეგა მუშაობს, ვულოცავ მას იუბილეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

ბატონი რევაზ არველაძე საქართველოს ენერგეტიკის ნამდვილი მემატიანეა. მან მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ყველაზე სტრატეგიული დარგის - ენერგეტიკის განვითარებაში. სხვადასხვა წლებში ბატონი რევაზი იყო საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი, პარლამენტის ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ენერგეტიკის სექტორში ქვეყნის უმსხვილესი სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების -  ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და დღემდე არის საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი. მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის" პროექტი. ასევე, ბატონი რევაზის უშუალო მონაწილეობით დამუშავდა საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ". გარდა ამისა, ის ავტორია არაერთი ენერგეტიკული კანონპროექტისა, რომელთა მიღებამ დიდი წვლილი შეიტანა ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

თავისი ხანგრძლივი პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე, ბატონი რევაზ არველაძე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ენერგეტიკული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და არსებულის აღდგენა - განახლების საქმეში.

ცალკე აღსანიშნავია რევაზ არველაძის საქმიანობა პედაგოგიურ და სამეცნიერო ასპარეზზე. მისი უშუალო ჩართულობით დაინერგა თანამედროვე სასწავლო პროგრამა ენერგეტიკაში, რაც საბოლოო ჯამში დარგისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მომზადებას ისახავდა მიზნად.

ბატონი რევაზის უშუალო თაოსნობით დაფუძნდა სამეცნიერო - ტექნიკური ჟურნალი „ენერგია", რომელშიც თავისი კვლევა არაერთმა ცნობილმა ენერგეტიკოსმა გამოაქვეყნა.

კიდევ ერთხელ, ვულოცავ ბატონ რევაზს 80 წლის იუბილეს, დიდხანს სიცოცხლეს და ქვეყნის ენერგეტიკის სასარგებლოდ კიდევ არაერთ საჭირო საქმის კეთებას ვუსურვებ." -  ნათქვამია მილოცვის ტექსტში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics