|
2021-10-28 11:14:20, 907 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ საგზაო უსაფრთხოების თემაზე ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დაწყების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ინიციატივით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყება. - ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის პრევენციის სასწავლო პროგრამის დანერგვის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში - ქრისტიან შოენენბერგერმა, აღმოსავლეთ ევროპაში პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციის (VEBO), არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კავშირები საქართველო“-სა და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი. ახალი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მასთან დაკავშირებული მძიმე შედეგების შემცირება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)