|
2021-10-25 21:09:46, 1000 ნახვა
საზოგადოება
ზედოზირების შემთხვევაში ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკანის ურეცეპტოდ გაცემის რეკომენდაცია გასცა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, გასცეს რეკომენდაცია პრეპარატ „ნარკანის“ ხელმისაწვდომობის შესახებ ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეული იყოს ლეტალური შემთხვევები. კომიტეტში შექმნილი ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა იმ პასუხისმგებელ უწყებათა წარმომადგენლებთან შედგა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ნარკოპოლიტიკის ფორმატში კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და დარგის სპეციალისტებთან ერთად პრეპარატ „ნარკანის“ სააფთიაქო ქსელიდან გაცემის წესის საკითხზე იმსჯელეს. „ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეული იყოს ლეტალური შემთხვევები, ამ დროს საჭირო მოხმარების პრეპარატი ე. წ. „ნარკანი“ ხელმისაწვდომი იყოს ყველა აფთიაქში და ის რეცეპტის გარეშე გაიცემოდეს. ვფიქრობ, ეს იქნება საშუალება იმისა, რომ ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, ქვეყანაში შემცირდეს ლეტალობის შემთხვევები. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ „ნარკანის“ დროულად მოხმარება, არამედ ის, რომ ნარკოტიკები საერთოდ არ მოვიხმაროთ“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)