|
2021-10-24 11:14:10, 845 ნახვა
ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სერბული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთიდან მაღალრეიტინგული ტელეკომპანიებისა და გამოცემების ჟურნალისტებსა და ბლოგერებს მასპინძლობს. პრეს-ტურის ფარგლებში სერბული მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, ალავერდი, შილდა, სიღნაღი, ბოდბე, ქუთაისი, წყალტუბო, მესტია, უშგული მოინახულეს. დაათვალიერეს მარტვილის და ოკაცეს კანიონები, ასევე ეწვივნენ ვანს. სერბი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის შესახებ 30 წუთიან რეპორტაჟს მოამზადებენ გადაცემა „პლანეტარიუმისათვის". გადაცემას საშუალოდ 2.2 მილიონი მაყურებელი ჰყავს, ხოლო მეორე გადაცემაში „VreleGume"ჟურნალისტები 30 წუთის განმავლობაში მაყურებელს მოუთხრობენ საქართველოში ავტომობილით მოგზაურობის უპირატესობაზე, გადაცემის მაყურებლის საშუალო რაოდენობა 1.4 მილიონს შეადგენს. პრეს-ტურის შემდეგ ოთხი 5 წუთიანი ვიდეო რგოლი „Georgia From my Angle" მომზადდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. საქართველოს გასტრო-კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე სამზარეულოს შესახებ სამი სტატია გამოქვეყნდება, ცალკე სტატია მიეძღვნება ქართულ მუზეუმებსა და დაცულ უნიკალურ რელიკვიებს. პარალელურად ტურის მონაწილე სერბი ჟურნალისტები და ბლოგერები სტატიებს, ბლოგებს, ფოტო-ალბომებსა და ჩანახატებს მოამზადებენ ბალკანეთის მაღალრეიტინგული გამოცემებისა და ვებ-გვერდებისთვის. „საქართველოს ერთერთი წამყვანი ტურისტული პროდუქტების ღვინისა და გასტრონომიის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ სერბეთიდან ჟურნალისტებსა და ბლოგერებს ვმასპინძლობთ. ტურში როგორც ტელეკომპანიების ასევე ბეჭდური მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შედეგად საქართველოს შესახებ ორ გადაცემას სერბეთის წამყვანი ტელევიზიები აჩვენებენ. პარალელურად მომზადდება ვიდეო-რგოლები, დაიბეჭდება სტატიები. ამ ტურის მიზანია ჩვენი თანამედროვე სერვისების, ტურისტული პროდუქტების ღვინისა და გასტრონომიის პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე."-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა. "დღეს ჩვენ ცნობილ ღვინის რეგიონში ვიმყოფებით, დავათვალიერეთ ეკლესიები. საქართველოს ძალიან მდიდარი ისტორია აქვს. ჩვენ ვაპირებთ მთიანი რეგიონების მონახულებას. საქართველოს შეუძლია ძალიან ბევრი რამ შესთავაზოს მოგზაურებს. საქართველოს შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ ვგრძნობ, რომ ჯადოსნურ ადგილას მოვხვდი. ეს არის ძალიან კარგი ტურისტული მიმართულება საოცარი ხალხით. მე ვურჩევ როგორც სერბებს, ასევე ბალკანეთის რეგიონის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომ საქართველოში იმოგზაურონ." -აცხადებს ტურის მონაწილე სერბი ჟურნალისტი.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)