02:23 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-23 17:43:03, 904 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ ვართ ღირსეულები, ვემსახუროთ თბილისს და თბილისელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ქალაქის განვითარების თაობაზე, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, საკუთარი ხედვა წარუდგინა.

„არ არსებობს მიმართულება, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადავდგით. მინდა, რომ ეს აღმშენებლობა და განვითარება გაგრძელდეს. არ იყოს დაპირისპირება, ბოროტება, შუღლი, სიძულვილის ენა, რაც, სამწუხაროდ, მეორე მხრიდან ყოველდღიურობაში არის გადასული. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც კონკრეტული ხედვით წარდგა, ჰქონდა საარჩევნო პროგრამა, საუბრობდა თბილისზე და თბილისის განვითარებაზე, სამომავლო გეგმებზე რაიონების და უბნების მიხედვით. მეორე მხარეს იყო ცილისწამება, ტყუილი, თუკი რაიმე ბოროტება შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ყველაფერი იკადრეს. სამწუხაროდ, ეს დღესაც გრძელდება ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. ჩვენ ამ ადამიანების დონეზე ვერ დავალთ და იგივეს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენი ხედვით, საქმეებით უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ ვართ ღირსეული ადამიანები, ვემსახუროთ ამ ქალაქს და აქ მცხოვრებ მოქალაქეებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა ექიმებს და სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული ძალისხმევისთვის.

მედიკოსებთან გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics