03:28 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-23 13:43:38, 739 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებზე - ლობისტებს აქვთ კონკრეტული საქმე, ისინი ამაში იღებენ ფულს

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უჭერენ მხარს ნაციონალური მოძრაობის ლობისტები არიან და ამაში ფულს იღებენ.

"ცალკეულ ეტაპზე, სამწუხაროდ, მათი ჩარევა აღმოჩნდა წარმატებული, კერძოდ მოხდა მართლმსაჯულების პოლიტიზება, ერთ შემთხვევაში პრეზიდენტმა შეიწყალა, სხვა შემთხვევაში ამნისტიით მოხდა გამოშვება და სხვა, ანუ მათ ჰქონდათ წარმატებული მაგალითები, თუმცა ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი, მათ აღარ მივცემთ, კონკრეტულ ლობისტებს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების. ლობისტებს აქვთ კონკრეტული საქმე ისინი ამაში იღებენ ფულს და ვერ გავამტყუნებთ, ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტარები: ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics