|
2021-10-23 10:36:56, 481 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ჟენევაში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ვიცეპრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს, ოლგა ალგაეროვას შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის ოფისში გაიმართა, საუბარი შეეხო ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობის საკითხებს.
ლევან დავითაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა შეხვედრაზე გარემოსდაცვითი შეფასების კანონმდებლობის შემუშავებისა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებებით UNECE-ის მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით UNECE-თან სამომავლო თანამშრომლობაზე გაამახვილა.
მინისტრმა ოლგა ალგაეროვას საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და ნარჩენების მართვის სფეროში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით. კანონპროექტი ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ’’ უკვე წარედგინა საქართველოს მთავრობას და უახლოეს მომავალში დაიწყება მისი საპარლამენტო განხილვა. ოლგა ალგაეროვამ დადებითად შეაფასა ქვეყანაში გარემოსდაცვით სფეროში არსებული პროგრესი, აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვის სფეროში ახალი რეფორმების განხორციელების მიმართულებით და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მხრიდან სამომავლო მხარდაჭერაზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაეროს ჟენევის ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ალექსანდრე მაისურაძე.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)