03:28 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 13:17:08, 740 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია, ის ამ ვარიანტს არ განიხილავს

მიხეილ სააკაშვილი არ განიხილავს ციხის რომელიმე საავადმყოფოში გადასვლას. - ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ თქვა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება  არის მიცემული პირობის გატეხვა, რადგან ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისიის ფარგლებში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს ექიმების მიერ შერჩეულ კლინიკაში გადაიყვანდნენ. 

"მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის უკანონობა, ამის შემდეგ, არის მიცემული პირობის გატეხვა, იმიტომ, რომ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისიის ფარგლებში პირველი დღიდან აცხადებდნენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტს გადაიყვანდნენ ექიმების მიერ შესრჩეულ კლინიკაში. ახლა ის, რომ რომელიღაც პერსონალურ მმართველში, რომელიღაც ხელის ბიჭში პერსონალურმა ბოღმამ გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანოს ციხესთან არსებულ საავადმყოფოში, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე იქნება.  

მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რომელიღაც ციხის საავადმყოფოში არის უბრალოდ შეუძლებელი და ამაზე ამ ვარიანტს ბატონი პრეზიდენტი საერთოდ არ განიხილავს. მისი ამმოძრავებელი ძალა ამ ეტაპზე არის ის განცდა, რომელიც ხალხის მიმართ გააჩნია". - ამბობს ადვოკატი.  

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics