|
2021-10-21 12:51:55, 1277 ნახვა
მსოფლიო
ნატო რუსეთიდან მომავალი საფრთხის შესაკავებლად გენერალურ გეგმას დაამტკიცებს
ნატო რუსეთიდან მომავალი საფრთხის შესაკავებლად გენერალურ გეგმას დაამტკიცებს. - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც ნატო-ს დიპლომატებმა და ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ჩრდილოატალანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრები დღეს მიიღებენ გენერალურ გეგმას, რომელიც რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ფრონტზე პოტენციური თავდასხმისგან თავდაცვას მოემსახურება. სტრატეგია ამ ეტაპზე კონფიდენციალურია, თუმცა ცნობილია, რომ ის ცდება რეგიონულ თავდაცვით გეგმას და მიზნად ისახავს ნატო-ს მომზადებას რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის ბალტიისა და შავ ზღვებში, მათ შორის ატომური იარაღის გამოყენებით, კომპიუტერულ ქსელების გატეხვას ან პოტენციური შეტევით კოსმოსიდან. ოფიციალური პირები და დიპლომატები ამბობენ, რომ რუსეთისგან მსგავსი თავდასხმა გარდაუვალია. თუმცა რუსეთი უარყოფს ომის მსგავს განზრახვას და აცხადებს, რომ ეს არის ნატო, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპის დესტაბილიზაციას. "ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი ატარებდა წვრთნას რობოტექნიკით და რაკეტებით, რაც შეიძლება მართლაც დამანგრეველი იყოს", - განაცხადა მაღალჩინოსანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)