05:26 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-19 15:52:34, 766 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი სამხედროებს - დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ სამხედროებს მიმართავს, რომლებიც ექსპრეზიდენტისთვის სოლიდარობის გამოსახატად შიმშლობენ.

აღნიშნული მიმართვა, „ნაციონალური მოძრობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. როგორც წერილშია ნათქვამი სააკაშვილი მოუწოდებს სამხედროებს  დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შიმშილობა.

„გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომან შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომან შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი.

მინდა კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოვითხოვო, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი“, - ნათქვამია წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics