|
2021-10-18 19:53:44, 843 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე - ნიკა გვარამიამ, ის ნავი, რომელშიც თვითონ იჯდა და სხვებიც ისხდნენ, პირდაპირ კლდეს შეახეთქა
გუშინდელი გადაცემით ბატონმა ნიკა გვარამიამ, ის ნავი, რომელშიც თვითონ იჯდა და სხვებიც ისხდნენ, პირდაპირ კლდეს შეახეთქა. პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას და ჩვენ ვნახეთ, იქ გამოთქმული მრავალი ეპითეტი, რომელიც ამას მოწმობს.- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "იმედის" ეთერში ისაუბრა მისივე განცხადებით, გვარამიამ ბრძოლა გამოუცხადა ეკლესიას. "გუშინდელი გადაცემით ბატონმა ნიკა გვარამიამ, ის ნავი, რომელშიც თვითონ იჯდა და სხვებიც ისხდნენ, პირდაპირ კლდეს შეახეთქა. პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას და ჩვენ ვნახეთ, იქ გამოთქმული მრავალი ეპითეტი, რომელიც ამას მოწმობს. თუკი ისინი ეყრდნობიან იმ კრებსებს, რომლის მოხმობაც სცადეს ამ გადაცემაში, ეკლესიის შეთქმულება კარგად იხატება. გოჩა ბარნოვის ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ხელმძღვანელობს ეკლესიის წინააღდეგ მიმართულ გადაცემებს - მთავარ არხზე, ტვ პირველზე და ფორმულაზე, იქ საუბარია, რომ მას რეკომენდაცია გაუწიეს, რომ ამ ტელევიზიებმა გოჩა ბარნოვთან შეთანხმებით გააკეთონ ეს. გუშინდელ გადაცემაში ზუსტად იკითხება ის აკორდები, რომელიც ამ კრებსებშია გაჟღერებული, გოჩასთან დაკავშირებით, გვარამიასთან დაკავშირებით და ტვ პირველთან და ფორმულასთან დაკავშირებით, ეს არის ერთობლივი პროექტი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისა",-
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)