06:27 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-17 13:45:21, 758 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის ციხეში პირადი ექიმი მივიდა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. 

მან ჟურნალისტებს ციხეში შესვლამდე განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება ყოველდღე იცვლება. 

„დღეს ჩემი გეგმაა მოვინახულო ბატონი პრეზიდენტი, შემდეგ შევხვდე ციხის ექიმებს, ვნახო ანალიზები და დავგეგმო შემდეგი შეხვედრა, სამშაბათს კონსილიუმის ექიმებთან ერთად. ციხის ექიმები ყოველდღე აკეთებენ ანალიზებს. გააჩნია რა მდგომარეობაშია და რა ანალიზები აქვს, სიტუაცია ყოველ დღე იცვლება. ხანდახან გეუბნებით, რომ უკეთესად არის, ხანდახან გეუბნებით, რომ უარესად არის.

მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დამაკმაყოფილებელს ვერ ვუწოდებდი. წარმოიდგინეთ ჩაგაჯინონ საკანში, 2 კვირა არაფერი არ გაჭამონ და იქნებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში?“, - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

მიხეილ სააკაშვილი მე-17 დღეა შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics