15:20 - 04 Jul, 2026
|
2021-10-16 11:06:47, 1073 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანელი პარლამენტარი ამომრჩეველთან შეხვედრისას მოკლეს - ფაქტი ტერორისტულ თავდასხმად შეფასდა
ბრიტანელი პარლამენტარი და კონსერვატიული პარტიის წევრი, დევიდ ემესი, ეკლესიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს მოკლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. სააგენტო იუწყება, რომ ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, დეპუტატი უცხო მამაკაცმა დანით დაჭრა, რის შემდეგაც, სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს, თუმცა ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა და მოგვიანებით, ბრიტანეთის პოლიციამ დეპუტატის მკვლელობას ტერორიზმის კლასიფიკაცია მიანიჭა. „სასიკვდილო თავდასხმა გამოცხადდა ტერორისტულ ინციდენტად, გამოძიებას გაუძღვება კონტრტერორიზმის პოლიცია. წინასწარი გამოძიებით, გამოვლინდა შესაძლო კავშირი ისლამურ ექსტრემიზმთან“, - აცხადებენ პოლიციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)