07:29 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 11:27:08, 561 ნახვა

საზოგადოება
საქართველო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. წლევანდელი სლოგანია - შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციისა და ექვსი კომერციული ბანკის - თიბისის, საქართველოს ბანკის, ვითიბი ბანკი ჯორჯიას, ლიბერთი ბანკის, ბაზისბანკისა და პაშა ბანკი საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერცნობიერების ამაღლების მიზნით, კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პოსტერებისა და სლოგანების კონკურსს აცხადებს.

ეროვნული ბანკი, კიბერცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებულ აქტივობებს ფინანსური განათლების პორტალ ფინედუსა და კომერციულ სექტორთან ერთად მთელი თვის განმავლობაში განახორციელებს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: კონკურსის-პირობებიpdf.pdf (nbg.gov.ge)

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics