11:10 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-11 15:35:31, 696 ნახვა

საზოგადოება
საკომპენსაციო თანხის მიღების მიზნით, არააქტიური პირადობის მოწმობის მქონე პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, 20 ოქტომბრამდე უზრუნველყონ საბუთის გააქტიურება

საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების საფუძველზე, საკომპენსაციო თანხის მიღების მიზნით, არააქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს მიეცათ შესაძლებლობა ა/წ 20 ოქტომბრამდე უზრუნველყონ საბუთის გააქტიურება, - ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

"სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გაცნობებთ, რომ „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში შევიდა ცვლილება (https://bit.ly/3BvYxbn)

აღნიშნული ცვლილების თანახმად, პირებს, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ, მაგრამ გადარიცხვის პერიოდში მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სტატუსის არააქტიურობის გამო საკომპენსაციო თანხა ვერ ჩაერიცხათ, კომპენსაციის მიღების მიზნით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გააქტიურების ვადა ა/წ 20 ოქტომბრამდე მიეცათ.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო საკომპენსაციო თანხების გადარიცხვას განახორციელებს დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში (https://bit.ly/3BvYxbn)", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics