11:10 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-11 12:09:36, 679 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის წარმომადგენლობა - დღეს ჩვენ ვგლოვობთ საქართველოსთან ერთად

ევროკავშირის წარმომადგენლობა ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან და გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

EU-ს წარმომადგენლობა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

„დღეს ჩვენ ბათუმში ტრაგიკულად დაკარგულ სიცოცხლეს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. დღეს ჩვენ ვგლოვობთ საქართველოსთან ერთად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავდა ერთი ადამიანი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics