|
2021-10-07 11:06:11, 430 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „მეღვინეობა ართანა“ საქმიანობას აფართოვებს
საქართველოს ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი, ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით „მეღვინეობა ართანამ“ ქვევრის ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის მარანი მოაწყო. კომპანიას „ართანას“ ვენახი 4 ჰა-ზე აქვს გაშენებული. რაზეც რქაწითელი და საფერავი მოჰყავს. კომპანიამ წელს უკვე 22 ტონა მოსავალი მიიღო, სამომავლოდ კი ახალი ვენახების გაშენებას გეგმავს. „მოხარული ვართ რომ საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, გვერდით გვიდგას და მათთან პარტნიორობის ფარგლებში უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ბუნებრივ ღვინოს, ვართ „ასოციაცია ბუნებრივი ღვინის“ წევრები. ღვინის რეალიზაციასაც ვახდენთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გაგვაქვს ექსპორტზე ამერიკაში, იაპონიაში, იტალიაში. თუმცა ამით ჩვენ არ ვჩერდებით და ვაპირებთ კიდევ უფრო განვავითაროთ მეღვინეობა, ავითვისოთ ახალი ბაზრები და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები“,- განაცხადა ანასტასია ახვლედიანმა, „მეღვინეობა ართანას“ თანადამფუძნებელმა. „მეღვინეობა ართანა“ 2015 წელს დაფუძნდა, 2018 წლამდე ის მხოლოდ ჰობის წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ აქტიურად დაიწყო გაფართოვება და წელს უკვე 20 000 ბოთლი, მაღალი ხარისხის ღვინის და სპირტიანი სასმელების ჩამოსხმა შეძლო. სასიამოვნოა, როცა ვხედავთ თუ როგორ ძლიერდებიან ბიზნესები და როგორ ფიქრობენ მუდმივ განვითარებაზე. კომპანია გეგმავს კიდევ უფრო დიდ ფართობზე მოიყვანოს ვაზი და გავიდეს საფრანგეთისა და გერმანიის ბაზარზე. გვიხარია, რომ წვლილი ჩვენც მიგვიძღვის ამაში. გვინდა კომპანიას კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვოთ. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს ეკონომიკურად გამართლებულ პროექტებს, რათა კიდევ უფრო მეტი ბიზნესის გაძლიერება შევძლოთ“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)