11:06 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 10:03:13, 2034 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს უკრაინისთვის იარაღით დახმარების საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია

„ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის იარაღით დახმარების საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია“,-ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა  ჯენ ფსაკიმ  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ფსაკის თქმით, როდესაც საქმე უკრაინასთან მიმართებაში ამერიკის პოლიტიკას  ეხება, აშშ  მუდმივი შეფასების პროცესშია.

"მუდმივი შეფასების პროცესში ვართ, როცა საქმე უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ პოლიტიკას ეხება. ჩვენ ისევ კრიზისის დიპლომატიური გზით გადაჭრაზე ვახდენთ კონცენტრირებას და განვიხილავთ იმ გზებს, რაც მოლაპარაკებებს შეუწყობს ხელს. ხოლო რაც შეეხება სამხედრო იარაღით შესაძლო დახმარების საკითხს, სხვადასხვა საშუალებები ისევ რჩება განხილვის პროცესში, თუმცა მხედველობაში ვიღებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ამ ეტაპზე შიდა მსჯელობების თაობაზე ვერაფერს გეტყვით," - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics