|
2021-10-06 16:31:55, 1005 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სსფ-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის მრჩეველს, ენრიკო აავის, რომელმაც ამ პოზიციაზე კრისტიან კორსი ჩაანაცვლა.-ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 2017 წლიდან ხორციელდებოდა საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერებისა და რეფორმების სამწლიანი პროექტი. მხარეებმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას. IMF-ის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2017-2020 წლებში განხორციელებული პროექტის ფარგლებში: დაინერგა თანამედროვე საგადასახადო რეგისტრაციის სისტემა; გაუმჯობესდა კანონშესაბამისობის რისკის იდენტიფიცირების და მართვის პროცესი, დაინერგა დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დღგ-ის თანხის დაბრუნების გამარტივებულ და სწრაფ პროცედურებს. ამასთან სხვა არაერთი მიმართულებით გაიზარდა საგადასახადო ადმინისტრაციის ეფექტურობა. "აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განახორციელა საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაციის შეფასება TADAT-ის მეთოდოლოგიით, რომლის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2016 წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება TADAT-ის 8 ძირითადი მიმართულების 14 კრიტერიუმში აჩვენა. ამავე დროს, შეხვედრაზე ისაუბრეს რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე, რომლის მიზანია, საგადასახადო ადმინისტრირების პროცესის კიდევ უფრო გამარტივება. ლაშა ხუციშვილმა ენრიკო აავის წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, სსფ-ის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ქართულ მხარესთან კვლავ ნაყოფიერად გაგრძელდება."-ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)