13:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-05 01:41:23, 1686 ნახვა

მსოფლიო
Facebook-ის თანამშრომლები კომპანიის შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ

New York Times-ის ინფორმაციით, Facebook-ის თანამშრომლები, შენობაში სამუშაოდ ვერ შედიან, რადგან მათი ციფრული საშვები არ მუშაობს. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, ვინაიდან მათ სერვერის ოთახთან წვდომა არ აქვთ.

საიტის Donwdetector-ის თანახმად, რომელიც ინტერნეტსაიტების გათიშვის შესახებ ინფორმაციას აღრიცხავს, შეფერხებას გლობალური ხასიათი ჰქონდა და საქართველოს დროით დაახლოებით 19:40-იდან დაიწყო.

სერვისების გათიშვის შემდეგ Facebook-მა განცხადება Twitter-ზე გაავრცელა.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს ჩვენს აპლიკაციებსა და პროდუქტებზე წვდომის პრობლემა. ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას. ბოდიშს ვიხდით შეფერხებისთვის." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics