|
2021-10-02 14:48:11, 651 ნახვა
საზოგადოება
მამუკა მდინარაძე - დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდანq
100 მეტრის რადიუსის გარეთ მოწოდება და აგიტაცია დარღვევა არ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე "ნაციონალირი მოძრაობის" მხრიდან დარღვევა დაფიქსირდა. „დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ამის აღრიცხვა მიდის, თუმცა არ მიდის ჩვენი მხრიდან რაღაც პროვოკაციების მოწყობა და ვინმეზე დაბრალება ასეთი დარღვევების. უპრეცენდენტო საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დადგენილია შესაბამისი სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია ყველანაირი აგიტაცია, ამომრჩევლის აღრიცხვა. ეს უნდა დაიცვას ყველამ და ასევე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ეს ჩვენი მხარდამჭერი იქნება, ჩვენი წარმომადგენელი იქნება, თუ სხვა ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი თუ მხარდამჭერი, 100 მეტრის რადიუსი დაიცვან მკაცრად. 100 მეტრის რადიუსის გარეთ მათ შეუძლიათ, ჩაატარონ ნებისმიერი კანონიერი მოქმედება. თქვენ წარმოიდგინეთ, აგიტაციაც რომ გასწიონ, სულ რომ პარტიული მაისურებით იყვნენ 100 მეტრის რადიუსის გარეთ, ეს დარღვევა არ არის. ამას ვამბობ ერთი მთავარი მიზეზის გამო. გარკვეული ტელეკომპანიების წარმომადგენლები, ასევე პარტაქტივისტები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ და როგორ, ვისია და ვის წარმოადგენს, 100 მეტრის რადიუსის გარეთ აფიქსირებენ თითქოს ვიღაც სიით ზის. ვიღაც აღრიცხვას აწარმოებს, ვიღაც მოუწოდებს მოსვლისკენ თავის აქტივისტებს, ეს არ არის დარღვევა ცალსახად, ოღონდ მკაცრად უნდა იყოს დაცული 100-მეტრიანი რადიუსი“. - აცხადებს მდინარაძემ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)