12:21 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 09:33:18, 732 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს - მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში

მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა ხელისუფლებაში იყო და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში - მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც სამართლებრივადაა საჭირო. 

"სპეცოპერაციას, სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, მათ შორის, სპეცოპერაციამ რომ მიაღწიოს თავის მიზანს, ბუნებრივია, კონფიდენციალობა უნდა იყოს მაღალი ხარისხით დაცული. ეს არის მარტივი წესები, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას. ეს წესები იყო დაცული და ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ეს კონფიდენციალობა იყო სათანადოდ დაცული. ოპერაცია მთალიანდ არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. ის, რომ ოპერაცია წარამტებით წარიმართა, მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი სათანადოდ იყო დაგეგმილი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, როცა ადამიანი ხვდება ციხეში, ეს არის მძიმე მოვლენა. მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა ხელისუფლებაში იყო და გახსოვთ მისი და მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში მან ქვეყანა არ დაასვენა", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics