13:17 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 13:56:17, 937 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ეს წელი ორნიშნა ზრდით დავასრულოთ - ეკონომიკური ზრდა მაღალია

„ყველა ვხედავთ, რამდენად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ჩვენი ეკონომიკის აღდგენა - ეს არის ორნიშნა ზრდა, ეს ტენდენცია  გრძელდება. დღეს გამოქვეყნდა "საქსტატის" აგვისტოს თვის მონაცემები - აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10.3%-იანი, ანუ ორნიშნა ზრდა. მთლიანად რვა თვე რომ შევაჯამოთ 2020 წელთან შედარებით, ეს არის 12%-იანი ზრდა და ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ეს წელი ორნიშნა ზრდით დავასრულოთ", - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკური ზრდის მონაცემების კომენტირებისას. 

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გულისხმობს ახალ სამუშაო ადგილებს, სიღარიბის დაძლევას, ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარეს და მეტ შემოსავლებს საქართველოს მოსახლეობისთვის. რაც შეეხება იმ დარგებს, სადაც ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა, ესენია: მომპოვებელი დარგები; სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი დარგები; მომსახურების სფერო - სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, ასევე მშენებლობის და ვაჭრობის სექტორები.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, საგულისხმოა, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალია როგორც წინა, ისე 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 

„ზრდა არის საკმაოდ მაღალი როგორც წინა 2020 წელთან შედარებით, რომელიც მართლაც ნეგატიური, მძიმე და კონტექსტიდან ამოვარდნილი, ასევე პანდემიამდელ ძალიან წარმატებულ, 2019 წელთან შედარებითაც. მაგალითად, წელს  შვიდი თვის ეკონომიკური ზრდა - 12.2%, რაც 7%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ 2020 წლის ჩავარდნა არამარტო სრულად განულებული იქნება, არამედ ძალიან მაღალ პოზიტიურ ტრაექტორიას ვუბრუნდებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics