20:15 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-29 14:42:31, 456 ნახვა

საზოგადოება
მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდის გამაგრება დასრულებულია

მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულებულია. - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„როდესაც მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღვადგინეთ, მაშინ საზოგადოებას ვაცნობე, რომ დარჩენილი იყო ფერდის გამაგრების სამუშაოების მცირე ნაწილი. დღეს მინდა გაცნობოთ, რომ ფერდის გამაგრება მთლიანად დასრულებულია.

თქვენ იცით, რომ ამ ხნის განმავლობაში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა მეწყრულ ზონაში: დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, იგივე გაკეთდა შეშელიძის ქუჩაზეც და მიმდინარეობს დაკვირვების რეჟიმი; ფერდიდან მოიხსნა დიდი მოცულობის მიწა; შეიქმნა ე.წ. წინაღობები; გაკეთდა ჭაბურღილები და განხორციელდა ცემენტაცია, ასევე, გამოყენებული იქნა ანკერები, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს ეს ფერდი. გადაადგილების თვალსაზრისით, დიდი ხანია, უსაფრთხოა. ამჟამად მიმდინარეობს ფერდის გამწვანების სამუშაოები. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რათა წყლის არიდება მოხდეს ფერდისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics