20:15 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-29 11:34:53, 367 ნახვა

საზოგადოება
38 მსჯავრდებული პროფესიულ კარიერულ კონსულტირებაში მომსახურებას მიიღებს

სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან თანამშრომლობის საფუძველზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კარიერის დაგეგმვის კონსულტანტები 2021 წლის 6 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პროფესიული კარიერული კონსულტირების სერიას ჩაატარებენ. 

კარიერული კონსულტირება ორ ეტაპად მიმდინარეობს, პირველი ეტაპი 30 უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთან შედგა, ხოლო მეორე ეტაპი 8 არასრულწლოვანთან პროფესიულ კონსულტირებას დაეთმობა. შეხვედრები ინდივიდუალურად და ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. სულ 38 მსჯავრდებულთან შედგება ინტერვიუ. 

შეხვედრების მიზანია მსჯავრდებულთა სასურველი პროფესიების შესწავლის პროცესის დაგეგმვა და მათი პროფესიული ინტერესების გამოვლენა. საჭიროებების გამოვლენის შემდეგ თითოეულ მსჯავრდებულზე კარიერული სამოქმედო გეგმა შედგება და სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება. მსჯავრდებულთა პროფესიული უნარების გამოვლენა მიზნად ისახავს სასურველი სფეროების მიხედვით მათ გადამზადებას და დასაქმების ხელშეწყობას.

აღნიშნული პროცესი უვადო მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცებისთვის ერთ-ერთი პირველი ეტაპია, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება. პროექტის მიზანია უვადო მსჯავრდებულების კვალიფიკაციის ამაღლება  და მათი, როგორც სამუშაო მაძიებლების შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა.

ონლაინ შეხვედრები ხორციელდება ა/წ აგვისტოში  სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან გააფორმა.

ურთიერთშეთანხმება მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში, ფორუმებსა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა და მსჯავრდებულებს (როგორც პენიტენციური დაწესებულების შიგნით, ისე დაწესებულების გარეთ) შესაძლებლობას აძლევს გაიარონ პროფესიული კონსულტირება, სწორად დაგეგმონ კარიერა, გაეცნონ შრომის ბაზრის ტენდენციებს და დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics