21:16 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 12:48:43, 622 ნახვა

საზოგადოება
კონკურსში - „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება გრძელდება

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება გრძელდება. კონკურსი მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამისთვის -„შემოქმედებითი თბილისი“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ტარდება.

კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა. კონკურსის მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება, დიზაინი და რეწვა, ასევე,  ვიზუალური ხელოვნება (ინსტალაცია, მხატვრობა, ფოტოგრაფია და სხვა).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს. „შემოქმედებით თბილისში“ მონაწილეობის მისაღებად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერაა აუცილებელი.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: culture.tbilisi.gov.ge.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 6 ოქტომბერი.   

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics