|
2021-09-27 21:06:57, 1147 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე -ის, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების დამსახურებაა
27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აფხაზეთის ომის ვეტერან ვაჟა სიხარულიძეს ესტუმრა და მის საჭიროებებს პირადად გაეცნო. -ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსამსხური ვრცელებს. მთივე ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატმა აფხაზეთის ომში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, ის რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სწორედ იმ გმირების დამსახურებაა, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარი თავდადებით უდიდესი წვლილი შეიტანეს. როგორც ზურაბ აბაშიძემ ომის ვეტერანთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ოკუპაცია დღემდე რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, ერთობლივი ძალისხმევით ქართველი ერი აუცილებლად მიაღწევს ქვეყნის გაერთიანებას. „თქვენი სიმამაცე და თქვენი ისტორია ქმნის დღეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის საფუძველს და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით, საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, მშვიდობითა და განვითარებით დავძლევთ ყველა გამოწვევას და აუცილებლად მივაღწევთ საერთო მიზანს – ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას."-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ "აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს შემუშავებული და მომავალშიც, მათი და მათი ოჯახების მხარდაჭერისთვის, სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების განხორციელება იგეგმება. "-ნათქვამია განცხადებაში.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)