|
2021-09-27 20:26:42, 741 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ცესკოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა და 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური აცხადებს. მათი თქით, შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია და არჩევნებისთვის მზადების პროცესი. "კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გაზრდილი რაოდენობის ფონზე ცესკოს სხდომებზე გადაწყვეტილებები მაღალი ჩართულობითა და მხარდაჭერით მიიღება, რაც საარჩევნო პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საკითხია. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ სიახლეებზე, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე, მათ შორის ვიდეოფიქსაციასა და კრწანისის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ საპილოტე პროექტზე, რომელიც ხმის მიცემის და დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2 ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების ჩართულობის მნიშვნელობაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრა 27 სექტემბერს დისტანციურად გაიმართა."-ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)