23:17 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 18:07:32, 445 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. შენობას უკვე შეეცვალა სახურავი, ამჟამად კი კარ-ფანჯრების შეცვლა გრძელდება.
პროექტით გათვალისწინებულია სანტექნიკის, ელექტრო გაყვანილობის, სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების, იატაკის შეცვლა. სამზარეულოს, ჭერის განახლება, გარე კიბეების და ბაქანის ბაზალტის ფილებით მოპირკეთება, ლიფტის, ცენტრალური გათბობის მოწყობა და სამღებრო სამუშაოები.

კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ტერიტორია, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდება. საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს“მეტალ+“ ახორციელებს, რომელსაც რეგიონალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

საბავშვო ბაღის შენობა 4 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვალისწინებული და ათეული წლებია კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებია. 

მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულებების აშენება და არსებულის კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტის ერთერთი პრიორიტეტია. სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებაში, რომლის ხელშეწყობაც ჩენი ვადებულებულებაა - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ქისიშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics