|
2021-09-24 16:56:47, 671 ნახვა
საზოგადოება
ქედაში ლიტერატურული კონკურსი „პეგასის“ მესამე ეტაპი გაიმართა
ლიტერატურული კონკურსი ,,პეგასის“ მესამე ეტაპი დაბა ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში გაიმართა, სადაც კონკურსანტებმა წარმოადგინეს ადგილზე შექმნილი ნაწარმოები პროზასა და პოეზიაში.-აღნიშნულ ინფორმაციას ქედის მერიის პრესსასმახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ნაწარმოების შექმნისთვის მონაწილეებს დრო სამი საათი ჰქონდათ. "მეოთხე ტური გაიმართება 26 სექტემბერს 12: 00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, შუახევის პრინციპით და აქ უკვე ჟიური ფინალისტებს გამოავლენს. 2️8 სექტემბერს, ფინალის საუკეთესო ათეულში გასულები გაემგზავრებიან ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ამავე ათეულში შევლენ გამარჯვებულები, რომლებიც ,,პეგასი 2021" -ს და ხუთ ნომინაციას გადაინაწილებენ: 1) პატრიოტული 2) დიალექტური 3) რომანტიკული 4) კრეატიული 5) კლასიკური გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება პეტრას ციხეზე 2️8 სექტემბერს 14:00 საათზე. პროექტის მიზანია დამწყები შემოქმედების გამოვლენა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა. ასევე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ხუთივე მუნიციპალიტეტში. ფინალისტებისთვის საჩუქრად გამოიცემა ბროშურა-,,პეგასი 2021" რომელშიც შევა მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები. ქედაში ღონისძიებას ქედაში ორგანიზებას განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური უწევდა, რომელსაც ქედის მერი ლევან გორგილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე და ორგანიზატორები ესწრებოდნენ."-ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)