13:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 12:00:10, 1118 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გარკვეული ჯგუფებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის ნებართვა გასცა

დღეიდან მილიონობით ამერიკელს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შესაძლებლობა ექნება. - ამის შესახებ შესაბამისი ნებართვა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასცა.

ექსპერტების განცხადებით, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია როგორც 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ისე 50-დან 64 წლამდე პირებისთვის, რომელთაც მძიმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.

„ფაიზერის“ დამატებითი დოზის გაკეთება დაშვებული იქნება მეორე დოზით აცრიდან ექვს თვეში.

ამასთან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საექსპერტო ჯგუფმა „ფაიზერის“ მესამე დოზით 18-დან 49 წლამდე იმ მოქალაქეების აცრის რეკომენდაციას მხარი არ დაუჭირა, რომლებიც სამედიცინო სფეროში მუშაობენ ან სხვა სარისკო პროფესიას წარმოადგენენ, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი არ დაეთანხმა საექსპერტო ჯგუფის გადაწყვეტილებას და აღნიშნული რეკომენდაცია მაინც გასცა.
ექსპერტები გნმარტავენ, რომ სამივე ვაქცინა, რომელიც შეერთებულ შტატებში გამოიყენება ,ძალიერი დაცვა აქვს მძიმე ავადმყოფობის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან.

ცნობისთვის, სრულად ვაქცინირებულია 182 მილიონი ამერიკელი, რაც მოსახლეობის 55%-ია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics