14:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 13:46:01, 866 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდნენ

დღეს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, მატეო პატრონეს და EBRD-ის რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდნენ.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ენერგოსექტორის მოდერნიზაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის,  კერძო სექტორის განვითარება,  ქვეყნის რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.  

მინისტრებმა EBRD-ის მმართველ და რეგიონულ დირექტორებს გააცნეს ეკონომიკაში დღეს არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგი. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში. 

საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში 1992 წელს გაწევრიანდა. EBRD საქართველოში საინვესტიციო პროექტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია, დღეის მდგომარეობით, ბანკს ქვეყანაში ინვესტირებული აქვს 4 მლრდ ევროზე მეტი 250-ზე მეტ პროექტში, მათ შორის, 87% - კერძო სექტორში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics