|
2021-09-21 18:40:55, 455 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე კვირიდან, აჭარის სოფლის ამბულატორიების უმრავლესობა იმუნიზაციის პროცესში სრულად ჩაერთო
მიმდინარე კვირიდან, სოფლის ამბულატორიების უმრავლესობა იმუნიზაციის პროცესში სრულად ჩაერთო. პარალელურად, სადაც ვაქცინაცია ვერ ჩატარდება სოფლის ექიმის მიერ, იმუნიზაციას გამსვლელი ბრიგადები უზრუნველყოფენ.-ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანაცვის სამინისტროს ავრცელებს. კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსთან, ნინო გუგუშვილთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში გაეცნო. ,,აცრების მოცვის არეალი აჭარის რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდა. სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს უახლოეს თემის სამედიცინო ამბულატორიაში ჩაიტაროს ვაქცინაცია. უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში, გასვლითი ბრიგადების საშუალებით იცრებოდნენ სოფლად მოსახლეობა, თუმცა მიმდინარე კვირიდან ამბულატორიებში, თითქმის 60-ვე უბანზე ხდება ვაქცინაციის პროცესის დაწყება, გარდა ერთი-ორი დეფიციტური უბნისა, სადაც გასვლითი ბრიგადა გააგრძელებს მუშაობას. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, განსაკუთრებით რისკჯგუფები, ასაკოვანი მოსახლეობა, იყვნენ პირველ რიგში აცრილნი“,- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. "დღევანდელი მონაცემებით აჭარაში სულ - 193 924 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. მათ შორის ერთი დოზით აცრილის ზრდასრული მოსახლეობის 41,2 %, ხოლო ორი დოზით 30.3 %."-ნათქვამია განცხადებაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)