|
2021-09-20 16:28:36, 505 ნახვა
საზოგადოება
Pfizer/BioNTech-ში აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვვებითვის უსაფრთხოა
„ფაიზერისა“ და ბიონტექის“ წარმომადგელნელბმა, განაცხადეს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ გაკეთებულმა მათმა ვაქიცნამ გამოიწვია ძლიერი იმუნური რეაქცია 5 – დან 11 წლამდე ბავშვებში. სწორედ ამიტომ ისინი გეგმავენ მოითხოვონ ნებართვა ბავშვებში ვაქცინის გამოყენების შესახებ.-ამის შესახებ ინფორმაციას "Reuters"-ი ავრცელებს. სააგენტო კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ II/III ფაზის კლინიკური კვლევებით დასტურდება, რომ 5 -დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში იმუნიტეტი გამოუმიშვადათ. აღნიშნული შედეგი 16-დან 25 წლამდე ასაკის მოზარდებში მიღებულ შედეგებს ემთხვევა კვლევაში 2 200-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა, რომლებსაც, კომპანიების განცხადებით, 12 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის გაკეთებული დოზის ერთ მესამედს უკეთებდნენ, ორი დოზის გამოყენებით. კომპანიების განმარტებით, შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა იყო უსაფრთხო და აჩვენა ანტისხეულების ძლიერი გამანეიტრალებელი რეაქციები. ”ივლისიდან,აშშ-ში კოვიდ-19– ის ბავშვთა ინფიცირების შემთხვევები დაახლოებით 240 %-ით გაიზარდა -რაც ხაზს უსვამს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებას ვაქცინაციისთვის, კვლევის შედეგები ქმნის მყარ საფუძველს 5-11 წლის ბავშვებისთვის ჩვენი ვაქცინის ავტორიზაციისთვის და ჩვენ ვგეგმავთ შედეგების მარეგულირებელი ორგანოებსთვის გადაცემას”-ნათქვამია „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ პრესრელიზში. ავტორიზაციამ შეიძლება შეამციროს შემოდგომაზე შემთხვევების პოტენციური ზრდა, განსაკუთრებით სასწავლო პროცესის სკოლებში განახლების ფონზე.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)