12:15 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 14:22:22, 740 ნახვა

მსოფლიო
კიევში „თანასწორობის მარში“ გაიმართა, რომელზეც ლგბტ პირების უფლებების დასაცავად ათასობით ადამიანი გამოვიდა

უკრაინაში, კიევის ცენტრში „თანასწორობის მარში“ გაიმართა, რომელზეც ლგბტ უფლებების მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, „თანასწორობის მარშის“ მონაწილეებს მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი დისკრიმინაციის საწინაააღმდეგო კანონპროექტის მიღებაა.

„კიევი პრაიდის“ ორგანიზტორების განცხადებით, აღნიშნულ მარშში მონაწილეობა 10 000-მდე ადამიანმა მიიღო.

უკრაინული მედია იუწყება, რომ ადგილზე, სადაც მარშის მონაწილეები იყვნენ შეკრებილნი, პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველები მარშის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდნენ.

აღნიშნული მარშის პარალელურად, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტთან „თანასწორობის მარშის“ მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილნი, თუმცა, მარშის მონაწილეები აცხადებენ, რომ ღონისძიების ფარგლებში ისინი თავს დაცულად გრძნობდნენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხაედბენ, რომ დედაქალაქის ცენტრში გამართულმა ღონისძიებამ წესრიგის დარღვევის გარეშე ჩაიარა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics