|
2021-09-18 10:29:08, 653 ნახვა
საზოგადოება
დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა
დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო. „შვედეთის განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის “მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრების” მიერ დაორგანიზებულ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და “თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგნლებმა. დასუფთავების მსოფლიო დღეს საქართველო დასუფთავების სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს. პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, 17-19 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავების აქციები იმართება”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნარჩენების მართვის სისტემის მოწესრიგება მნიშვნელოვნად ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებით განპირობებული უარყოფითი შედეგების შერბილებას. „ნარჩენების ეფექტიანი მართვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულად აქტუალური და საჭიროა როგორც ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმართვა, ასევე დასუფთავების აქციებში მონაწილეობა”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. 18 სექტემბერი დასუფთავების მსოფლიო დღეა. საერთაშორისო კამპანია 1993 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და მასში 133 ქვეყანაა ჩართული. საქართველო დასუფთავების მსოფლიო დღეს 2010 წლიდან აქტიურად აღნიშნავს
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)