|
2021-09-18 00:13:33, 548 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ყვარლის, გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებთან მემორანდუმები გააფორმა
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში დასაქმდებიან. იუსტიციის სამინისტრომ არასაპატიმრო სასჯელის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ახალი მიდგომა დანერგა. შესაბამისი მემორანდუმები რატი ბრეგაძემ კახეთის რეგიონში ყვარლის, გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებთან გააფორმა.-ამის შესახებ ინფრომაციას იუსტიციის სამინსტრო ავრცელებს მათი თქმით, იუსტიციის სამინისტროს ახლებური მიდგომის შედეგად, მსჯავრდებულები ერთის მხრივ საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ. "საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შესაბამისი მემორანდუმი, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქთან და მუნიციპალიტეტთან გაფორმდება. მიმდინარე წლის ივლისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმდა ქუთაისის, ოზურგეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიებთან, რის შედეგადაც, შრომამისჯილთა დასაქმებისთვის ახალი სივრცე გაჩნდა."-ნათქვამია განცხაებაში
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)