18:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 18:45:54, 890 ნახვა

სამართალი
სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

სოფელ კირბალის მიმდებარედ  უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. - ამის შესახებ სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქე  დაკავებიდან 1 საათის განმავლობაში გაათავისუფლეს.

„მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ  უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. აღნიშნული ღონისძიებების შესაბამისად დაუყოვნებლივ მოხდა საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება 1 საათის განმავლობაში. უკანონო დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა. 
სოფელ კირბალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ  დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics