09:09 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 10:40:31, 453 ნახვა

საზოგადოება
მამუკა წოწერია მოქალაქეებს ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდა

„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მოსახლეობას დღეს ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდა. მერობის კანდიდიატმა საკუთარი გეგემები ადგილობრივ მოსახლეობას, პროპორციული სიის პირველ ნომერთან ირაკლი გოგოხიასთან და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან თამარ სოსელიასთან ერთად შეხვდა.

„დღეს, ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, გავმართეთ ინდივიდუალური შეხვედრები მოსახლეობასთან.

კარგია, რომ ე.წ. კომბინატის დასახლებაში მოხდა ეზოების კეთილმოწყობა, შეიქმნა სარეკრეაციო უბნები, ასევე, ვიმყოფებოდით ტოლსტოის ქუჩაზე, სადაც შევხვდით კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობას, გავეცანით მათი საჭიროებები.

ამ ტიპის შეხვედრები მაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ საჭიროებები რაც კონკრეტულ უბანს, სოფელს, მოსახლეს აქვს და ამის შესაბამისად დავგეგმოთ ჩვენი შემდეგი მოქმედებები.

მიხარია, რომ ამ უბანს ჰყავს ძალიან კარგი მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ სოსელია. ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა სალომე ფაცაციას, მოქმედ მაჟორიტარს გაწეული მუშაობისთვის! - განაცხადა მამუკა წოწერიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics