|
2021-09-03 18:27:47, 624 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.-ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტში დილიდან მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები. "აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, არც ერთი ოჯახი არ დარჩება უყურადღებოდ. „უხვი ნალექის შედეგად, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში განვითარდა მეწყრული პროცესები. ადგილზე გავეცანით სიტუაციას. მუშაობს შტაბი, რომელშიც ჩართულია როგორც აჭარის საგზაო დეპარტამენტი, აპარატი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა. ის ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანას, დღესვე იქნებიან გადაყვანილები. გეოლოგები დაიწყებენ მუშაობას და ყველაფერი გაკეთდება, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩეს ყურადღების გარეშე" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უკვე გაიხსნა მახო - სიმონეთის გზა. დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები ზედა ახალშენი-ხეღრუს მიმართულებით. ინტენსიური მუშაობის შედეგად სოფ. ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. სტიქიის შედეგად ქობულეთში 40-მდე მეწყრული კერა წარმოიშვა და დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი სახლის სახურავი. სტიქიამ დააზიანა ასევე „აგროსერვისცენტრის" სასათბურე მეურნეობა. ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტში გრძელდება საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები."-ნათქვამია განცხადებაში.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)