|
2021-09-03 15:10:57, 441 ნახვა
პოლიტიკა
პრემირი - აქტიურად ვმუშაობთ ცხრაჯვარის პროექტზე , გავაკეთებთ ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრებს იმისთვის, რომ ტყიბულში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს
შესწავლილი გვაქვს ყველა რეგიონის პოტენციალი და იქ არსებული რესურსები და ვიცით, როგორ გამოვიყენოთ, ავითვისოთ სრულად აღნიშნული პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ტყიბულის მერობის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტყიბული გამორჩეული ქალაქია სილამაზით, ბუნებით და ტურისტული პოტენციალით. „ტყიბულში ვიმყოფებით და რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს ისტორიული ქალაქი გამორჩეულია თავისი სილამაზით, არაჩვეულებრივი ბუნებით და უზარმაზარი პოტენციალით ტურიზმის განსავითარებლად. მე ახლახან შევხვდი მეშახტეებს, მინდა, მათ საჯაროდ მადლობა გადავუხადო, გამოვხატო მათ მიმართ სოლიდარობა და მადლიერება. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ ადგილზე გადავუწყვიტეთ საკითხები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იყო წამოყენებული, არის სწორედ ტურიზმის განვითარება. აქტიურად ვმუშაობთ ცხრაჯვარის პროექტზე და აუცილებლად გაკეთდება. სხვა ლოკაციებს შევისწავლით და აუცილებლად გავაკეთებთ ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრებს იმისთვის, რომ ტყიბულში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს, მეტმა ნახოს, როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ტურისტმა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)