00:50 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-02 11:03:16, 660 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - მივესალმებით „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელშეკრულების ხელმოწერას, რადგან შეთანხმება წარმოადგენს ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების საგზაო რუკას

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას მიესალმება.

დეგნანის თქმით, შეთანხმება წარმოადგენს რეფორების საგზაო რუკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა საქართველოს სამომავლო გზის გასაძლიერებლად.

"მივესალმებით ნაციონალური მოძრაობის ამ გადაწყვეტილებას. ეს ხელმოწერა მართლაც არის კარგი ნიშანი იმისა, რომ პოლიტიკურ სივრცეში შეთანხმება შედგეს. ეს არის მნიშვნელოვანი, რათა ის რეფორმები გატარდეს, რომელიც აუცილებელია და ამ შემთხვევაში, საქართველოს ლიდერებს შორის უნდა იყოს ეს მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, ამერიკელი და ევროპელი მხარეები ყველანაირად ეცდებიან, რომ დაეხმარონ ამ პროცესს, მაგრამ ეს არის ქართველ ლიდერებს შორის მიმდინარე პროცესი. ეს ნიშანია, რომ ის რეფორმები, რომელიც დაგეგმილია, აუცილებლად განხორციელდება, რაც გააძლიერებს მთლიანად საქართველოს, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და საარჩევნო პროცესსაც შეუწყობს ხელს", - განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გუშინ თქვა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics