14:56 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 20:45:36, 513 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე- სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ტერიტორია სრულად იქნება დამისამართებული

„სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ტერიტორია სრულად იქნება დამისამართებული" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს ვანში გამართულ „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საბოლოოდ მოწესრიგდება მიწის რეგისტრაციის პროცესიც.  რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად  ბიუჯეტიდან დაფინანსება უახლოეს პერიოდში გამოიყოფა.

„მოგეხსენებათ, რომ სოფლების ძალიან დიდ ნაწილს დღესაც არ აქვს მისამართები. ეს პრობლემაც ბოლომდე იქნება აღმოფხვრილი. ასევე, საბოლოოდ მოწესრიგდება მიწის რეგისტრაციის პროცესი. ბატონი პრემიერისგან გვაქვს მიღებული თანხმობა, რომ გვექნება დამატებითი დაფინანსება იმისათვის, რათა საბოლოოდ გადაიჭრას პრობლემა, რომელიც დგას დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ბუნებრივია, ამ ყველაფრით  მოსახლეობა ნახავს ძალიან დიდ სარგებელს, როდესაც ზუსტად ეცოდინება თუ რა იქნება მის საკუთრებაში და შეძლებს შემდგომში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებას„. - განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics