|
2021-09-01 20:24:03, 676 ნახვა
საზოგადოება
ქედის მერიაში ახალი სოციალური ქვეპროგრამა - ,,ქრონიკული დაავადებების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენეტებით უზრუნვეყოფის პროგრამა“ ამოქმედდა
ქედის მერიაში ახალი სოციალური ქვეპროგრამა - ,,ქრონიკული დაავადებების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენეტებით უზრუნვეყოფის პროგრამა“ ამოქმედდა.-ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. " ქვეპროგრამის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტში ქრონიკული დაავადებებით (ეპილეფსიით და პარკინსონით) დაავადებული მოქალაქეების უზრუნველყოფა სპეციფიკური მედიკამენეტებით (ეპიქსი 1000 მგ. (ლევეტირაცეტამი 1000 გფ.) და პარკინი 0.250 მგ. (პრამიპექსოლი 0.250 მგ.), რომლებიც არ ფინანსდება სხვა მიზნობრივი პროგრამებით. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეებს. პროგრამით სარგებლობისთვის ქედის მერიის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: 1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; 2. აღნიშნული დაავადების (ეპილეფსია, პარკინსონი) დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა ფორმა №100, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი მედიკამენტის რაოდენობა და დოზა; 3. დაავადებულ ბენეფიციართა პირადობის მოწმობის ასლი; მედიკამენტების გაცემას უზრუნველყოფს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უწყისის შესაბამისად."-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)