|
2021-08-28 18:25:27, 884 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი-მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ იმ ფერმერებსაც, ვისაც სტიქიამ ხილის ბაღები მთლიანად გაუნადგურა
კახეთის რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში, უპრეცედეტოდ დიდი სტიქიის შედეგად, 5 000 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული განადგურდა. მთავრობამ მოახდინა მყისიერი რეაგირება. -ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს. მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ იმ ფერმერებსაც, ვისაც სტიქიამ ხილის ბაღები მთლიანად გაუნადგურა და მომავალ წლებში, მოსავლის მიღებას ფაქტობრივად ვეღარ შეძლებენ. აღნიშნული ბაღების ჩანაცვლება-აღდგენის მიზნით, პროგრამის ,,დანერგე მომავლი“ ფარგლებში, ფერმერები სრულ დაფინანსებას მიიღებენ ნერგების და მოხდება სარწყავი სისტემის თანადაფინანსებაც. ამასთან ერთად, მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები, რომელთაც სრულად, 100 %-ით გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, სახელმწიფოსგან 1 ჰა-ზე 3000 ლარს მიიღებენ. ფერმერები სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს - 1 გკ რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო 1 კგ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. დასეტყვილი ყურძნის მიღება სახელმწიფო საწარმომ შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიამ“ 27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს. დასეტყვილი ყურძნის მიღება თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ლოკაციებზე უკვე შესაძლებელია. ყველა რესურსი მობილიზებულია, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ. აღნიშნული სტიქიიდან გამომდინარე, ეს იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ფერმერების საჭიროებებზე.“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა“ -ნათქვამია განცხადებაში
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)