19:24 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 17:16:34, 355 ნახვა

საზოგადოება
მაჭავარიანის ქუჩა გახსნილია

მაჭავარიანის ქუჩა გახსნილია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ის დღეს იმყოფებოდა ტერიტორიაზე, სადაც თბილისის მერიამ, სპეციალისტების დახმარებით,  მეწყრული პროცესის შეჩერება შეძლო.

„მაჭავარიანის ქუჩა გახსნილია. სამუშაოები დამთავრებულია და საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობილია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჯერ დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები. სანამ ფერდზე დარჩენილი სამუშაოები მიმდინარეობს, ეს გზა იქნება ამ მდგომარეობაში. როდესაც სამუშაოები დასრულდება და მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება, დაიგება ასფალტის ზედა ფენაც. იქამდე კი ორმხრივი მოძრაობა აღდგენილია. ფერდი, სადაც ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა და ახლაც მიმდინარეობს, უსაფრთხოა და ამ გზაზე გადაადგილება შესაძლებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და გერმანიიდან მოწვეულ სპეციალისტებს, რომლებმაც ერთობლივად იმუშავეს მეწყრული პროცესის შესაჩერებლად და პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics