03:54 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 13:32:55, 445 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ჩვენ 10 წლიან გეგმებში დეტალურად არის გაწერილი თიოთოეულ რგოლში სახელმწიფო თუ რა ტიპის დახმარებას გეგმავს ფერმერებისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითშვილმა „ქართული ოცნების" წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას წარდგენის ღონისძიებაზე წარმატებული შედეგების მიღწევაში ცოდნისა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სიმბოლურია, რომ წალენჯიხაში ვიმყოფებით, ბატონი ტარასი კვარაცხელიას, გამორჩეული აკადემიკოსის სახლ-მუზეუმში. ეს არის ადგილი, სადაც ქართული აგრონომიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი დაიბადა. ის იყო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იყო გამორჩეული აგრონომი. აგრონომიული სკოლა, აგრონომიული განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ უფრო მეტად პროდუქტიულები, მეტად წარმატებულები ვიყოთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.  ჩვენ 10 წლიან გეგმებში დეტალურად არის გაწერილი თიოთოეულ რგოლში სახელმწიფო თუ რა ტიპის დახმარებას გეგმავს ფერმერებისთვის, კერძო ინიციატივებისთვის. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობები არის უამრავი;   ეს შესაძლებლობები ერთად, კოორდინირებული მუშაობით უნდა გამოვიყენოთ და, რა თქმა უნდა,  ჩვენ შევქმნით მეტ ეკონომიკას და მეტ კეთილდღეობას, მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა ქართული ჩაის პროგრამის შესახებაც ისაუბრა, რომელიც 2014 წელს დაიწყო.

„მეტი ინვესტიციაა ჩასადები იმისთვის, რომ არსებული პლანტაციები გავაკულტუროთ, დავუბრუნოთ მწარმოებულობას და შემდგომში შევქმნათ მეტი დამატებითი ღირებულება   ჩაის გადამუშავებით", - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics